Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა - გამოძიება თავად ხაზარაძემ შეიყვანა ჩიხში


„მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი ე.წ. წერილი დოკუმენტის სახით დაუყოვნებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება“, - განმარტავს საქართველოს პროკურატურა.

პროკურატურის თანახმად, „გამოძიების ეს ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ წარმოადგინა არც „წერილის“ ორიგინალი და სასამართლოში გამოკითხვისას არ დაასახელა შუამავალი. შესაბამისად, როგორც პროკურატურამ უკვე არაერთხელ განმარტა, გამოძიება მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოეხდინა ე.წ. წერილის იდენტიფიცირება. თუ ამ კუთხით იქნება გარკვეული პროგრესი, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია მამუკა ხაზარაძის პოზიციაზე, საქართველოს პროკურატურა დაუყოვნებლივ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას“, - განმარტავენ გენერალურ პროკურატურაში.

თიბისი ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატებმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს „მუქარის წერილის“ ინგლისიდან მიღებული ექსპერტიზის შედეგები.

ადვოკატების თანახმად, წერილის ორივე გვერდზე აღმოჩნდა ათეულობით ანაბეჭდი, რომლებიც ახლა უკვე საქართველოს პროკურატურამ უნდა შეადაროს საქართველოს მოქალაქეთა თითის ანაბეჭდების ბაზაში არსებულ მონაცემებს.

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG