Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოკუპაციის შედეგებზე სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს


მედლინ მუნი(ცენტრში) სოფელ ხურვალეთში
მედლინ მუნი(ცენტრში) სოფელ ხურვალეთში

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი აპირებს ანგარიში მოამზადოს და ფართო წრეებს გააცნოს ის რთული ვითარება, რაც საქართველოში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებობს.

ამის შესახებ მედლინ მუნმა განაცხადა სოფელ ხურვალეთში, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მავთულხლართებითაა გაყოფილი.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ესაუბრა 88 წლის დათა ვანიშვილს, რომლის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, ხოლო მიწის ნაკვეთი სოფლის იმ ნაწილშია, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს.

"ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მოვიდა ადმინისტრაციულ საზღვარზე, რომ ენახა, რა მიმდინარე პრობლემები არსებობს. ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ერთ დღეს იღვიძებენ და მათ უკვე წართმეული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ჩვენი თვალით ვხედავთ. ამ ადამიანის მონათხრობიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მადლობას ვუხდით მას სიმამაცისთვის, რომ მოვიდა და აგვიხსნა ის სირთულეები, რასაც ყოველდღე აწყდება. ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი იმ სისასტიკისა და არაადამიანურობისა, რაც აქ ხდება. ხალხს ართმევენ ოჯახებს, მიწას, თავის რჩენის საშუალებას, მემკვიდრეობასა და ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩვენი საქმეა დაკვირვება, კითხვების დასმა და მოსმენა. ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე, ოქტომბერში, ლონდონში, გპირდებით, რომ მხოლოდ ანგარიშს კი არ დავწერთ, არამედ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ უფრო ვრცელი ინფორმაცია მივაწოდოთ იმ სირთულეებისა და იმ სისასტიკის შესახებ რაც აქ ხდება ყოველდღე", - თქვა მედლინ მუნმა.

XS
SM
MD
LG