Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფორსაჟი 9"-ის გადაღებების გამო 14 სექტემბერს გადაიკეტება თავისუფლების მოედანი


ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის - „ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდების გადაღების გამო, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან „კონკამდე“ ტრანსპორტის მოძრაობა ერთი დღით შეიზღუდება.

კერძოდ, 14 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის დაიკეტება.

დამატებით, 00:00-დან 12:00-მდე მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მონაკვეთზეც, ლაღიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე.

XS
SM
MD
LG