Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზიმბაბვეში გაიმართა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ მუგაბეს სამგლოვიარო ცერემონია


რობერტ მუგაბე
რობერტ მუგაბე

ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეს ეროვნულ სტადიონზე გაიმართა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ მუგაბეს სამგლოვიარო ცერემონია.

მუგაბეს ცხედარი სტადიონზე მიასვენეს. მას უკან მიჰყვებოდნენ ქვეყნის პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა, სამხედროები, გარდაცვლილის ნათესავები. ცერემონიაზე ჩავიდნენ აფრიკის ქვეყნების ლიდერები. სტადიონზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.

მუგაბე არ დაუკრძალავთ. მის ცხედარს მოათავსებენ საგანგებო მავზოლეუმში, რომელიც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში აიგება ჰარარეში.

რობერტ მუგაბე 2017 წელს ჩამოაშორეს ხელისუფლებას და მისი ნათესავების ნაწილი მის მემკვიდრეს დღემდე მოღალატედ მიიჩნევს. ბოლოს და ბოლოს მოხერხდა კომპრომისის მიღწევა. მუგაბეს ასაფლავებენ სახელმწიფო პატივით, მიუხედავად იმისა, რომ მან ერთობ სადავო მემკვიდრეობა დატოვა. ზიმბაბვეს ოპოზიცია, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და დასავლეთის რიგი სახელმწიფოები იმ გარემოებაზე მიუთითებენ, რომ მუგაბე ქვეყანას მართავდა როგორც დიქტატორი, უსწორდებოდა პოლიტიკურ ოპონენტებს და ხელს უწყობდა რასობრივი ზიზღის გამწვავებას. ასევე მან ეკონომიკურ კრახამდე მიიყვანა ზიმბაბვე, რომელიც აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG