სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან დაითხოვა ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსი. 16 სექტემბრის პრესკონფერენციაზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არტურ ვანეციანის გათავისუფლების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა „ორმხრივ შეთანხმებას“. მაგრამ თავის განცხადებაში ვანეციანმა აღნიშნა, რომ საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა და გააკრიტიკა ფაშინიანის მეთოდები.
თავის მხრივ, ფაშინიანმა თავი აარიდა შეკითხვას, იყო თუ არა უკმაყოფილო უშიშროების სამსახურის უფროსის მუშაობით. „ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსის მუშაობა არ არის ის, რაც საჯაროდ უნდა განიხილებოდეს“, - განაცხადა მან. სომხეთის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ვანეციანი, რომელიც სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, „ფოკუსირებული იქნება იმაზე, რომ სომხეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონთა ფინალში მოხვდეს“.
არტურ ვანეციანი ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსად დაინიშნა 2018 წლის მაისში, მალევე მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა ნიკოლ ფაშინიანი.