Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი და მაკრონი უკრაინის თაობაზე შესაძლო სამიტზე მსჯელობენ


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ბორმ-ლე-მიმოზაში, ბრეგანსონის საზაფხულო სასახლეში.

ორი პრეზიდენტის მოლაპარაკების მთავარი თემაა უკრაინასა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების დაპირისპირება აღმოსავლეთ უკრაინაში. შეხვედრამდე მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინთან მისი მოლაპარაკება მიგვიყვანს ოთხმხრივ სამიტამდე მომავალ კვირებში უკრაინის კრიზისის გარშემო.

მაკრონი თვლის, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა მშვიდობისათვის. რუსეთის პრეზიდენტი „ნორმანდიის ფორმატს“ ემხრობა. ამ ფორმატით უკრაინის თაობაზე მსჯელობენ საფრანგეთი, გერმანია, უკრაინა და რუსეთი.

მაგრამ, პუტინმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო მოლაპარაკების შემდეგ ის თავშეკავებულია ოპტიმიზმის მხრივ. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ პუტინთან სურს მოიალაპარაკოს სირიის თაობაზეც, ირანის ბირთვულ პროგრამასა და იარაღის კონტროლის გარშემო. საფრანგეთის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით სიტყვის თავისუფლების და სამართლიანი არჩევნებისკენ რუსეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG