Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი გაბუნია: ჩემთვის მიუღებელი იყო პოლიციელის მკვლელობაზე [შეწყალება]


"არავის ადვოკატირებას არ ვაპირებ, მე ვკითხე და დავუფიქსირე ჩემი პოზიცია, ჩემთვის მიუღებელი იყო პოლიციელის მკვლელობაზე [შეწყალება]", - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ პრეზიდენტის მიერ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.

შედეგად, სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის მოწესრიგების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.

16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.

20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

ციტატები

XS
SM
MD
LG