Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა „კუბის მარიონეტი“ უწოდა ნიკოლას მადუროს


.
.

აშშ-ის პრეზიდენტმა „კუბის მარიონეტი“ უწოდა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს, რომელმაც ქვეყანა ჰუმინატარული კატასტროფის პირას მიიყვანა. „გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს ამასწინანდელი ანგარიშის თანახმად, ვენესუელაში ქალები ათი საათით დგანან სურსათის რიგში... აშშ მზად არის, ახლავე გაგზავნოს ვენესუელაში უდიდესი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ვენესუელაში შექმნილ ვითარებას და ველოდებით იმ დღეს, როდესაც ამ ქვეყანაში აღდგენილი იქნება დემოკრატია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

აშშ-ის ლიდერმა ვენესუელის კრიზისში დაადანაშაულა „კუბელი სპონსორები“, რომლებიც მადუროს რეჟიმის მხარდაჭერის სანაცვლოდ „ძარცვავენ ვენესუელას თავიანთი კორუმპირებული კომუნისტური რეჟიმის შესანარჩუნებლად“.

ტრამპმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ვენესუელაში აუცილებელია ნიკოლას მადუროს რეჟიმის მიერ განადგურებული „დემოკრატიის აღდგენა“, რისთვისაც, აშშ-ის ლიდერის თქმით, ვაშინგტონი შემოიღებს ახალ სანქციებს ვენესუელის პრეზიდენტისა და მისი ახლო გარემოცვის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG