Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილეებს

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში დღეს სიტყვით მიმართავს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის მონაწილეებს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე თბილისის დროით 19:00 - 20:30 საათების შუალედშია დაგეგმილი.

ქართული დელეგაციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი თემა იქნება ოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალებების ძიება და საერთაშორისო თანამეგობრობის როლი მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად.

2013 წლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, რომელიც გაეროს ტრიბუნას დაიკავებს. გუშინ, 24 სექტემბერს იგი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

წელს გენერალური დებატების მთავარი თემაა: სიღარიბის აღმოფხვრის, ხარისხიანი განათლების, კლიმატის მიმართულებით ახალი მოქმედებებისა და ინკლუზიისათვის მრავალმხრივი ძალისხმევის მობილიზება.

ნიუ-იორკში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და რამდენიმე ათასი დიპლომატი იმყოფება.

XS
SM
MD
LG