Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: ომს არ დავიწყებთ, მაგრამ გაუარესდება ურთიერთობები ალიანსთან


სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთი ომს არ დაიწყებს, თუმცა გაუარესდება ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც მასში გაწევრიანებას პრიორიტეტად მიიჩნევენ. ასეთი შეფასება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოცემა "კომერსანტთან" ინტერვიუში გააკეთა.

გამოცემის კითხვაზე, დახურა თუ არა რუსეთმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" "დამოუკიდებლობის" აღიარებით, სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ ეს რუსეთის მიზანი არ ყოფილა.

" აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ჩვენ იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ, როცა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებისთვის მიცემული ყველა პირობა დაარღვია, სამხრეთ ოსეთში ჯარის შეყვანის დანაშაულებრივი ბრძანება გასცა და მშვიდობიან მოსახლეობასა და მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი გაუხსნა. ჩვენ მაშინ ნატო-ზე არ ვფიქრობდით, ჩვენ მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ვფიქრობდით. თუმცა, რა თქმა უნდა, ნატო-ს მოახლოება ჩვენს საზღვრებთან რუსეთს საფრთხეს უქმნის,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

"კომერსანტის" -ის კითხვაზე, რა მოხდება, თუკი საქართველო ნატოში აფზახეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე გაწევრიანდება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი ომს არ დაიწყებს.

„ გპირდებით, ომს არ დავიწყებთ, თუმცა ჩვენი ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც მასში გაწევრიანებას პრიორიტეტად მიიჩნევენ, სერიოზულად შეირყევა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაზეთ „კომერსანტთან „ ინტერვიუში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG