Accessibility links

მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში გაიმართა ერთკაციანი საპროტესტო პიკეტები


შაბათს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში გაიმართა ერთკაციანი საპროტესტო პიკეტები „მოსკოვის საქმეში“ მსჯავრდებული აქტივისტების მხარდასაჭერად.

ერთ-ერთი პიკეტის მონაწილეს ხელთ ეპყრა პლაკატი ოთხი წლით მსჯავრდებული კონსტანტინ კოტოვის მხარდასაჭერად.

მოსკოვში პიკეტებში მონაწილეთა მსურველები რიგში დგებოდნენ და ერთმანეთის მონაცვლეობით იღებდნენ ხელში პლაკატებს, „მოსკოვის საქმეზე“ დაპატიმრებულების გათავისუფლების მოთხოვნით.

პიკეტის მონაწილეები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, მივიდნენ 29 სექტემბრის სანქცირებულ მიტინგზე, რომელიც „სახაროვის პროსპექტზე“ გაიმართება.

მოსკოვის ცენტრში ოპოზიციის მიერ 27 ივლისს გამართული არასანქცირებული მსვლელობის დროს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობისა და პოლიციელების მიმართ ძალადობის გამოყენების მუხლით, გამოძიებამ 16 პირი დააპატიმრა. მათი ნაწილი გაათავისუფლეს, რამდენიმე კი გაასამართლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG