Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში იმართება სანქცირებული აქცია პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ


რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ და „მოსკოვის საქმეზე“ დაპატიმრებული აქტივისტების მხარდასაჭერად, დღეს, 29 სექტემბერს, მოსკოვში გაიმართება ხელისუფლებასთან შეთანხმებული აქცია, რომელსაც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი არხი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ პირდაპირ ეთერში უჩვენებს.

ორგანიზატორებმა უკვე დაამონტაჟეს სცენა სახაროვის გამზირზე, რომელიც რკინის მესერებით არის შემოკავებული.

„მოსკოვის საქმე“ - ესაა 27 ივლისის მიტინგზე ვითომცდა „მასობრივი ძალადობის“ მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში სამართალდამცველებმა დააკავეს 1388 კაცი, მათ შორის, 76 არასრულწლოვანი.

„მასობრივი არეულობის“ და „ხელისუფლების წარმომადგენლებზე ძალადობის“ ბრალდება წარედგინა 20 პირს.

„მოსკოვის საქმის“ ფიგურანტების მხარდასაჭერად ხმა უამრავმა ადამიანმა აღიმაღლა. მათ შორის სერიალ „სამეფო თამაშების“ სცენარისტებმა დევიდ ბენიოფმა და დენიელ უაისმა, დასავლეთის ქვეყნების ცნობილმა მწერლებმა და პოლიტიკოსებმა. 1000-მეტმა რუსმა ექიმმა, 3500-ზე მეტმა მასწავლებელმა და დაახლოებით 30 მსახიობმა და კინორეჟისორმა მოაწერეს ხელი ღია წერილს, „მოსკოვის საქმის“ შეწყვეტისა და ყველა უსამართლოდ მსჯავრდებულის გათავისუფლების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG