Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: შტაინმაიერს საქართველოში არანაირი ინიციატივა არ ჩამოაქვს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, გერმანიის პრეზიდენტი ფრანც-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს არანაირ ინიციატივას არ სთავაზობს. მინისტრის ინფორმაციით, შტაინმაიერის ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს მიიღეს.

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ შტაინმაიერი არანაირი ინიციატივით არ ჩამოდის, არანაირი ინიციატივა მას არ აქვს კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებაში“, - ამბობს ზალკალიანი.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, შტაინმაიერის ინიციატივების საქართველოსთან დაკავშირება სპეკულაციაა. „ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმით, რომ უკრაინელმა კოლეგებმა მისი შეთავაზებული წინადადებები განიხილეს, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება“, - თქვა დავით ზალკალიანმა.

ფრანც-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს 6 ოქტომბერს მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად ეწვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG