Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში იწყება 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა


საპარლამენტო კომიტეტებში საქართველოს მომავალი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება. მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს იმსჯელებენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე 800 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება.

2020 წლის ბიუჯეტის მოცულობა კანონპროექტის მიხედვით 16 მილიარდ ლარს შეადგენს.

XS
SM
MD
LG