Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელმოწერების შეგროვებას რუსთავში აგრძელებს


პანკისის ხეობაში 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი, ხელმოწერებს ამჯერად რუსთავში აგროვებენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ამ დროისთვის 50 ათასი ხელმოწერა შეგროვდა. მათ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ივნისში, თბილისიდან დაიწყეს, შემდეგ იყო ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი და სხვადასხვა რეგიონი.

„არის შემთხვევები, როდესაც ხელმომწერი ოჯახის დანარჩენი წევრების პირადობითაც მოდის. ის ხელს მათი სახელითაც აწერს. ისე კი, რადგან ხელმოწერაზე ოჯახიდან თითო ადამიანი მოდის. მიმაჩნია, რომ მთელი მისი ოჯახი მხარს მე მიჭერს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მალხაზ მაჩალიკაშვილი

რუსთავის შემდეგ ჩავლენ: გორში, ახმეტაში, გურჯაანში, თელავში, ბოლოს კი პანკისში.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები პარლამენტში ინიციატივის წარსადგენად, სულ მცირე, 100 ათასი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას და საშემოდგომო სესიის დასრულებამდე პარლამენტში მათ შეტანას აპირებენ. ისინი ითხოვენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაცია ობიექტურად გამოიძიონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG