Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მთავრობამ პარლამენტს გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა წარუდგინა


სახელმწიფი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მთავრობამ სუს-ის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი წარადგინა. მისი კანდიდატურა განსახილველად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს უკვე გადაეცა.

სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შინაგან საქმეთა მინისტრად სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.

გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტის დაკავებამდე ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. პარლამენტში დეპუტატად არჩევამდე იყო თბილისის მერის მოადგილე. მანამდე გრიგოლ ლილუაშვილი „ქართუ ბანკსა“ და „ქართუ ჯგუფში“ ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა.

XS
SM
MD
LG