Accessibility links

მოსამართლეობის კანდიდატი: მე არ ვთვლი ლევან მურუსიძეს რომელიმე მიმართულების ლიდერად


მაია ვაჩაძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მაია ვაჩაძეს ლევან მურუსიძე სასამართლოს ლიდერად არ მიაჩნია.

მაია ვაჩაძის თქმით, მას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჰკითხეს, არის თუ არა ლევან მურუსიძე ლიდერიო.

„ლიდერი, როგორც ასეთი, ჩემთვის არის უფრო აღქმული პოლიტიკურ ლიდერთან“, - ამბობს ვაჩაძე და აგრძელებს: „ლიდერი სასამართლოს არ შეიძლება ჰყავდეს?!“

მაია ვაჩაძე - რომელიც 32 წელია სასამართლო სისტემაში მოღვაწეობს, ხოლო ბოლო 20 წელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა - პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

ლევან მურუსიძემ საკუთარი ლიდერული თვისებების შესახებ 2018 წლის დეკემბერში ისაუბრა.

მაია ვაჩაძის შესახებ

57 წლის მაია ვაჩაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატია. მან 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამჟამად არის თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი საჯარო სამართლის მიმართულებით. მაია ვაჩაძე 2003-დან 2018 წლის ჩათვლით სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა.

მაია ვაჩაძე იყო „რუსთავი 2“-ის მფლობელთან დაკავშირებული რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის ერთ-ერთი მოსამართლე უზენაეს სასამართლოში.

მას 20 ივლისს გაუვიდა მოსამართლის ვადა უზენაეს სასამართლოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG