Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურასთან თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა


გენერალურ პროკურატურასთან „ქალთა მოძრაობის“ ორგანიზებით თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

„ეს არ არის მხოლოდ თამთას ბრძოლა, ეს ყველა ქალის ბრძოლაა საქართველოში!“ - მიიჩნევენ პროკურატურასთან შეკრებილები.

თამთა თოდაძე, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“, ილია ჯიშკარიანს ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს, დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. როგორც თოდაძე ამბობს, მას დანაშაულის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება აქვს. საკრებულოს წევრის ყოფილი თანამშრომლის კიდევ ერთი მოთხოვნა მტკიცებულებების საფუძველზე განაჩენის გამოტანაა.

„ქალთა მოძრაობის“ აქტივისტი იდა ბახტურიძე ეჭვობს, რომ სავარაუდო მოძალადეს პოლიტიკური ნიშნით მფარველობენ.

„ერთ კვირაზე მეტი გავიდა და ამ საქმეს არც ბრალდებული ჰყავს და არც დაზარალებული. გვესმის კომენტარი, მათ შორის ქალაქის მერისგან, რომ ის იცნობს ამ ადამიანს [ილია ჯიშკარიანს], რომ ის კარგი კაცია, დაელოდება გამოძიებას და არაფერი სხვა“, - თქვა ბახტურიძემ. ის მოითხოვს, ერთი მხრივ, ჯიშკარიანისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას, მეორე მხრივ, მისთვის ბრალის წარდგენას.

ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს მისი ოფისის თანამშრომელი თამთა თოდაძე. თავად ჯიშკარიანი ბრალდებას უარყოფს.

შს სამინისტროს თანახმად, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს:

  • სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი (რაც გულისხმობს ძალადობას);
  • 138-ე მუხლი (რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას);
  • 187-ე მუხლი (რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას).

XS
SM
MD
LG