Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობის საკითხი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაწყდება


თამთა თოდაძე
თამთა თოდაძე

საქართველოს პროკურატურის თანახმად, თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობის საკითხი ექსპერტიზის დასკვნებისა და მტკიცებულებების შეფასების შემდეგ გადაწყდება. პროკურატურიდან მოწოდებული ინფორმაციით, შსს-ში მიმდინარე გამოძიების მიერ დანიშნულია 3 ექსპერტიზა, რომელთაგან დასკვნა ჯერ არც ერთზე არ არსებობს. „მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნები შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განმარტავენ პროკურატურაში.

თბილისის საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნობას ითხოვს. როგორც თამთა თოდაძე ამბობს, მას დანაშაულის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება აქვს. საკრებულოს წევრის ყოფილი თანამშრომლის კიდევ ერთი მოთხოვნა მტკიცებულებების საფუძველზე განაჩენის გამოტანაა.

შს სამინისტროს თანახმად, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს:

  • სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი (რაც გულისხმობს ძალადობას);
  • 138-ე მუხლი (რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას);
  • 187-ე მუხლი (რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG