Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა თადუმაძე თავის დიპლომზე: ბოდიშით, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე


"ბოდიშით, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე", - ამ სიტყვებით აფასებს თავისი დიპლომის საკითხს შალვა თადუმაძე.

"მე ვერ ავიღებ ჩემს თავზე 90-იანი წლების განათლების სისტემას", - ამბობს პროკურორი.

სახალხო დამცველისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული ორი დამოუკიდებელი ანგარიშით, თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა დგინდება და ის შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნას უმაღლესი განათლების შესახებ.

შალვა თადუმაძე - საქართველოს გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. სხდომაზე მას არაერთხელ მოუწია პასუხის გაცემა დიპლომთან დაკავშირებულ კითხვებზე.

"სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი. რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე", - ამბობს თადუმაძე. მისივე თქმით, ის არ იღებს პასუხიმგებლობას 1997 წლამდე არსებულ "საბჭოთა განათლების კანონზე".

შალვა თადუმაძე მიიჩნევს, რომ სხდომაზე დეპუტატებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, მან კი თმენის ვალდებულება გამოიჩინა, რაც, მისივე აზრით, მისი დადებითი თვისებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG