Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ნაკრებმა უკვე ექვსი მედალი მოიპოვა ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე


ორი დღის საერთო შედეგებით, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია
ორი დღის საერთო შედეგებით, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობაში ვეტერანებს შორის, ორი დღის საერთო შედეგებით, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია - სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ 45-წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში მოჭიდავე ზურაბ წიქარიძე (100 კგ) და 50-წლამდელები - აკაკი ჩაჩუა (70 კგ) და ამირან სვანიძე (88 კგ). შმაგი გოქაძემ (88 კგ, 45 წლამდე) და დავით კუპრაშვილმა (100 კგ, 50 წლამდე) მეორე ადგილები დაიკავეს. მალხაზ გოგოლაძემ (62 კგ. 55 წლამდე) ბრინჯაო დაიმსახურა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ დასრულდება 36-დან 40 წლამდე ვეტერანი მოჭიდავეების შეხვედრებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG