Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეს რჩევა თქვენს ცხოვრებას შეცვლის. სამუდამოდ!


ნუ, ეხლა, მთლად ცხოვრებას არ შეგიცვლით. ცოტა გადავაჭარბე სათაურში. ცოტა არა, ძალიან. მით უმეტეს, რომ მხოლოდ მათთვისაა, ვისაც თან მუსიკა უყვარს, თან „იუტუბზე“ უსმენს მუსიკას და თან ანდროიდის ტელეფონი აქვს.

მაგრამ, მაინც. თუ მუსიკა გიყვარს და ანდროიდი გაქვს, მოემზადე. შენი ცხოვრება უფრო მარტივი ხდება.

იცით ხო, როგორი წვალებაა, „იუტუბზე“ მუსიკას რომ უსმენ და თან ვიდეოში დახარჯული მეგაბაიტები გენანება და თან, ეკრანი გაითიშება თუ არა მუსიკაც ჩერდება. 21-ე საუკუნეა. ვინმემ ქენით რამე!

თავად „იუტუბი“ მანდ არაფერს იზამს. წესით, Google Play Music-ის ხელმომწერებს თან ეკრანგათიშული იუტუბიც ერგებათ, მაგრამ ეგ მხოლოდ ამერიკაში მუშაობს. თუმცა, რომ იცოდეთ, არსებობს გამოსავალი. თან არაერთი.

ოღონდ ჯერ გეტყვით, რომ მე პასუხს არაფერზე ვაგებ. აპები, რომლებსაც გირჩევთ, სანდო ხალხის მიერ გატესტილი და მოწონებულია და მეც კარგად ვამუშავებ, მაგრამ, აბა, რა ვიცი? თუ რომელიმემ თქვენი პირადი ინფორმაცია ჩინელებს აჩუქა ან ტელეფონს რამე დაუშავა, მე ნუ დამაბრალებთ. (სუფთაა ორივე აპი, მაგრამ მაინც თავს ვიზღვევ).

ერთის დაყენება სულ ოდნავ საწვალებელია. აპის სახელია Youtube Vanced და საიტზე ვიდეოების ნახვის საშუალებას გაძლევთ რეკლამის გარეშეც და გათიშული ეკრანითაც და კიდევ ბევრ რამეს აკეთებს. აქედან უნდა ჩამოწეროთ (non-root version უნდა აირჩიოთ და, თუ საკუთარი ანგარიშიდან შესვლა გინდათ, იქვე აქვთ micro G package). ძალიან რთული საქმე არაა, ტელეფონს წესით ვერაფერს დაუშავებთ, მაგრამ მაინც...

მეორე აპია Ymusic. ეს განსაკუთრებით მათ წაგადგებათ, ვინც ტელეფონში „იუტუბიდან“ უსმენთ მუსიკას. ეს საიტზე სიმღერებს მოგასმენინებს ისე, რომ ვიდეოს არ ჩამოტვირთავს. მეგაბაიტიც იზოგება და ეკრანის გათიშვაც შეიძლება. თან, შეიძლება „იუტუბიდან“ სიმღერები წინასწარ ჩამოტვირთო და გზაში უსმინო.

კიდევ ერთხელ, ესენი მხოლოდ ანდროიდებისთვისაა.

ისე, ხომ გადასარევებია?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG