Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილების თქმით, ერთ-ერთმა მათგანმა თვითდაზიანება სცადა


აფხაზეთიდან დევნილმა ქალმა - რომელიც წლებია სახელმწიფოსგან ბინის მიღებას ელოდება - თვითდაზიანება სცადა.

„სცადა თავის მოკვლა უსამართლობის გამო", - ეუბნება რადიო თავისუფლებას კიდევ ერთი დევნილი, ინგა ჯიქია.

11 ოქტომბერს გამოცხადდა იმ ოჯახების სია, რომელთაც ბინები გადაეცემათ. თუმცა იმ ოჯახებიდან, რომლებიც ბინების მიღებას კატეგორიულად მოითხოვენ, მხოლოდ ორი დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ, ინგა ჯიქიას თქმით, პოლიციამ და დევნილებმა იკამათეს, ერთ-ერთმა მათგანმა სცადა თვითდაზიანება:

„ჩვენ შევაჩერეთ. ახლაც ცუდ მდგომარეობაშია".

ჯიქიას თქმით, სამინისტროსთან დააკავეს ოპოზიციონერი ბესო შენგელია, რომელიც მედიას აძლევდა ინტერვიუს. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პოლიციამ შენგელია ტერიტორიას გაარიდა და გადაიყვანა გამოკითხვის მიზნით.

25 დღეა, რაც აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ათეული ოჯახი დევნილთა სამინისტროს შესასვლელში იკრიბება. სამინისტროსთან მათ კარავიც გაშალეს. ისინი მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ დროულად დააკმაყოფილოს აფხაზეთის „ძირი ოჯახები" ბინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG