Accessibility links

თბილისის მეტროსთვის იგეგმება 40 ახალი ვაგონის შესყიდვა


თბილისის მეტროპოლიტენის განახლებისა და დედაქალაქის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, მეტროს ახალი 40 ვაგონის შეძენა იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის 15 ოქტომბრის სხდომაზე განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. მერის განმარტებით, პროექტზე მერია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ სპეციალისტებთან ერთად მუშაობს და მისი ღირებულება დაახლოებით 60 მილიონი დოლარი იქნება:

„ჩვენ ვახორციელებთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას, რა თქმა უნდა, ის ვაგონები, რომლებიც ექვემდებარება ამ სამუშაოებს. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ყველა რესურსი ამოწურული გვაქვს, აღარ დარჩა ვაგონები, რომლის რეაბილიტაცია არის შესაძლებელი, ამიტომ დავიწყეთ მუშაობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება, ეს არის ახალი ვაგონების შესყიდვა.

დაახლოებით 40 ვაგონი იქნება პირველ ეტაპზე შეძენილი. ეს არის დაახლოებით 10 შემადგენლობა. 4-ვაგონიანი 10 შემადგენლობა. ეხლა მიმდინარეობს სპეციფიკაციებზე მუშაობა და ვადგენთ სატენდერო დოკუმენტაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ვაგონების შესყიდვა და მომდევნო დღეების განმავლობაში ამასთან დაკავშირებით მოგაწვდით ინფორმაციას. ჩვენ ამ შესყიდვის შემდეგ გავაგრძელებთ ამ პროცესს იმისათვის, რომ მეტრო მთლიანად განვაახლოთ. პარალელურად, დაგეგმილი გვაქვს სადგურების რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ 15 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძემ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ასევე იმის შესახებაც, რომ გრძელდება თბილისის მეტროში ძალოვანი კაბელებისა და გამნიავებელი სისტემის შეცვლის სამუშაოები. ეს სამუშაოები, მერის განმარტებით, მომავალი წლის ივლისში დამთავრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG