Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაქსის მძღოლებს მერია ქიმწმენდის ვაუჩერებს გადასცემს


G
G

1 ნოემბრიდან თბილისის მერია „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ავტომობილის სალონის ქიმიური წმენდის უფასო ვაუჩერებს გადასცემს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თქვენ არაფერი არ გაქვთ გადასახადი, უბრალოდ მობრძანდით, მიიღეთ ეს ვაუჩერები, მოაწესრიგეთ თქვენი ავტომობილები“, - ასე მიმართა კახა კალაძემ ტაქსის მძღოლებს.

მისი თქმით, ვაუჩერთან ერთად მძღოლებს ავტომობილის მომსახურებისთვის ფასდაკლების 20%- იან ბარათებსაც გადასცემენ.

​თბილისის მერიის ცნობით, მძღოლებს შეტყობინებენ, თუ რომელ სერვისცენტრებში იქნება მომსახურება შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG