Accessibility links

ესაა წლის საუკეთესო სიმღერა? ალბათ!


ცოტა ხმამაღალი სათაურია. როგორც წესი, ვიდრე ასეთ განცხადებას გააკეთებდე, წელს გამოსული ბევრი სიმღერა უნდა გქონდეს მოსმენილი. მე წელს გამოსული ბევრი სიმღერა არ მომისმენია. ამას მოვუსმინე. ბევრჯერ.

Big Thief ბოლო ხანებში ცნობილი ჯგუფი ყოფილა. ინდი როკი თუ ფოლკ როკი თუ რაღაც ეგეთია. ალბომებს კარგი რეცენზიები აქვს. წესით, დრო რომ ჰქონდეს კაცს ჩაუჯდებოდა.

დრო არა მაქვს, იმიტომ რომ მუსიკის მოსასმენად როცა ვიცლი, ამ სიმღერას ვუსმენ ხოლმე და მერე კიდევ თავიდან ვუსმენ.

რატომაა ასეთი კარგი არ ვიცი. რაღაცნაირად გულწრფელი სიმღერაა. მაგრად მღერის. ბოლოში მოულოდნელად გიტარის სოლო აქვს.

კიდევ იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე განსხვავებული ემოცია მოაქვს.

ალბომის ვერსია ალბათ უკეთესია, მაგრამ აქ ცოცხალი შესრულების ბმული მაქვს.

ცოცხლად სულ სხვაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG