Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერი თანახმაა ბრიუსელს წერილით მიმართოს ევროკავშირიდან გასვლის ვადის გადატანის თაობაზე


19 ოქტომბრის საღამოს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მიმართავს ბრიუსელს წერილით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის მოგვიანებით გასვლის თარიღის გადავადების შესახებ, 31 ოქტომბრის შემდეგ. თუმცა პრემიერი იტოვებს შესაძლებლობას, მომავალ კვირაში შეეცადოს მიღებულ იქნეს კანონების პაკეტი, რომელიც საჭიროა 31 ოქტომბერს ევროკავშირიდან გასვლის გასაფორმებლად, და „არც ერთი დღით გვიან“.


ბრიტანეთის პარლამენტმა 19 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ბრექსიტის შეთანხმების დამტკიცების გადადებას იმ დრომდე, სანამ არ იქნება მიღებული ყველა კანონპროექტი, რომლებიც საჭიროა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასავლელად.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ არ აპირებს ევროკავშირთან ბრექსიტის გადადების თაობაზე მოლაპარაკებას და სურს შეთანხმების დამტკიცებისთვის საჭირო კანონპროექტების უკვე ორშაბათს წარდგენა.

კენჭისყრის შედეგი მარცხია ბორის ჯონსონისთვის, რომელიც მოელოდა, რომ ბრექსიტის შეთანხმება 19 ოქტომბერს დამტკიცდებოდა.

ლონდონში პარლამენტის სხდომა იმართებოდა მასობრივი დემონსტრაციის ფონზე, რომლის მონაწილეები ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდნენ და ამ საკითხზე კიდევ ერთ რეფერენდუმს მოითხოვდნენ.

XS
SM
MD
LG