Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციის მონაწილეები ატოცში არ შეუშვეს


მოძრაობის „შეცვალე“ წევრები, რომლებიც სოფელ ატოცში საოკუპაციო ზოლის გასწვრივ ღობის მშენებლობის გასაპროტესტებლად მიდიოდნენ, ქარელის რაიონის სოფელ შაქშაქეთთან რჩებიან.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კობა ცერცვაძის გადაწყვეტილებით, მოძრაობის წევრებს შეუზღუდათ გადაადგილების უფლება.

აქციის მონაწილეები და შს სამინისტროს წარმომადგენელი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

კობა ცერცვაძემ მოიშველია პოლიციის შესახებ კანონი, რომელიც, მისი თქმით, ითვალისწინებს მოქალაქეებისათვის გადაადგილების უფლების შეზღუდვას, თუკი მათი უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის.

აქციის მონაწილეები პოლიციის ამგვარმა განმარტებამ არ დააკამაყოფილა, რის გამოც მათ შაქშაქეთთან მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან გაშალეს ტრანსპარანტები წარწერით: „შეცვალე!“, „რუსეთი ოკუპანტია!“.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც: „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები და „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლები - გურამ ჩალაგაშვილი და კოტე კემულარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG