Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავში მოძრაობა „სირცხვილია“ აქციას მართავს


ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილია“, თელავში, ერეკლე მეფის ძეგლთან აქციის გამართვისთვის ემზადება. უკვე დასრულებულია სცენისა და ხმის გამაძლიერებლების მონტაჟი.

სიტყვით გამოსვლები 17.00 საათზე დაიწყება, მანამდე კი მოძრაობის აქტივისტები თელავის ქუჩებში მსვლელობას აწყობენ და მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ..

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობს, თელაველებს სიტყვით მიმართავენ როგორც „სირცხვილიას“ წევრები, ასევე რიგითი თელაველებიც, რომლებიც რეგიონში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკებენ.

თელავში ასევე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მათ შორის, ელენე ხოშტარია „ევროპული საქართველოდან“ და გიორგი ბოტკოველი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

მოძრაობა „სირცხვილია“ 20-21 ივნისის მოვლენების პროტესტის ფონზე შეიქმნა.

სამი თვის განმავლობაში საპროტესტო გამოსვლები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იმართებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG