Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ის 60% წილს დაედო ყადაღა - კახა კოჟორიძე


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატის, კახა კოჟორიძის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო და 60%-იანი წილი დააყადაღა.

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სამართლებრივი ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ გასულ კვირაში განაცხადეს. 17 ოქტომბერს მათ ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვეს, რომ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ მისსავე არგუმენტებს გამოიყენებდნენ და ამავე დღეს შეიტანეს სასამართლოში სარჩელი.

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების ერთ-ერთი მოთხოვნა სამართლიანი სასამართლოს გარდა, სასამართლო დავის პერიოდში ტელეკომპანიის იმ 60%-იანი წილის დაყადაღებაა, რომლის დასაბრუნებლადაც მიმართეს სასამართლოს. სწორედ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიიღო ცნობა აქიმიძე-დვალის ადვოკატმა.

17 ოქტომბერს, ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის დირექტორად დანიშნული პაატა სალია ამბობდა, რომ აქიმიძე-დვალის და ქიბარ ხალვაშის სარჩელი ერთმანეთისგან განსხვავდება და დამფუძნებლების შემთხვევაში შესაძლოა ხანდაზმულობის საკითხი სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG