ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ყუნდუზის პროვინციიდან გავრცელებული ცნობებით, 15 პოლიციელი ემსხვერპლა თალიბანის თავდასხმას ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე. ამ ინფორმაციას ავრცელებს პროვინციის საბჭოს წევრი, ღულამ რაბანი.
თალიბანის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ თავდასხმის უკან ეს ჯგუფი იდგა.
რაბანის თქმით, ავღანეთის ძალები ბოლო კვირებში თალიბანს ებრძვიან პროვინციის რამდენიმე რეგიონში. იუწყებიან, რომ თალიბანის მებრძოლები ყუნდუზში რამდენიმე უბანს აკონტროლებენ. 2015 წელს თალიბანი ორი კვირით დაეპატრონა პროვინციის დედაქალაქს, ყუნდუზს. მას შემდეგ ქალაქი რამდენჯერმე გახდა თავდასხმების სამიზნე.
თალიბანი ავღანეთის თითქმის ნახევარს აკონტროლებს და, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ესხმის თავს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს. ბრძოლას ბევრი სამოქალაქო პირი ეწირება.