საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ლაშა ხეთერელი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.
ხეთერელი ერგნეთში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს. ამჟამად მისი გამოკითხვა მიმდინარეობს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში.
საოკუპაციო რეჟიმმა ლაშა ხეთერელი „საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით“ 25 აგვისტოს დააკავა.