რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დე ფაქტო მთავრობის წევრებთან ერთად სანკტ-პეტერბურგში იმყოფება.
სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, 23-25 ოქტომბერს ბიბილოვი მონაწილეობას მიიღებს „რუსეთში ოსეთის პირველი საელჩოს 270 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში“.
ანატოლი ბიბილოვი სანკტ-პეტერბურგში ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზის აეროპორტიდან გაემგზავრა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზად ბიბილოვმა სოფელ ზარამაგში გვირგვინით შეამკო რუსეთში ოსეთის პირველი ელჩის, ზურაბ მაგკაევის ძეგლი.
მაგკაევის ხელმძღვანელობით ოსებმა სანკტ-პეტერბურგში "საელჩო" 1749 წელს შექმნეს და დაიწყეს მოლაპარაკებები რუსეთის იმპერიასთან გაერთიანების მიზნით. რუსეთის იმპერიამ ოსები 1774 წელს შეიერთა.
დაწერეთ კომენტარი