Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„როსობორონექსპორტი“: თურქეთი განიხილავს მოსკოვისგან მეტი S-400-ების ყიდვას


მიუხედავად ვაშინგტონის მხრიდან მრავალჯერადი გაფრთხილებებისა, თურქეთი განიხილავს მოსკოვისგან მეტი S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების ყიდვას, იტყობინება რუსეთის სამხედრო საექსპორტო უწყება „როსობორონექსპორტი“.

„როსობორონექსპორტის“ ხელმძღვვანელმა ალექსანდრ მიხეიევმა ინტერფაქსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ორი მხარე თათბირობს დაფინანსებასა და მიწოდების გრაფიკზე. დეტალებზე მას არ უსაუბრია.

თურქეთმა, რომელიც ნატოს წევრია, რუსეთისგან ივლისში მიიღო S-400 რაკეტების პირველი პარტია, რის გამოც აშშ-მა თურქეთი გარიცხა F-35 გამანადგურებლების პროგრამიდან.

აშშ აცხადებს, რომ რუსეთს საშუალება ექნება, მგრძნობიარე ტექნიკური დეტალები მოიპოვოს აშშ-ის ახალი სამხედრო თვითმფრინავის შესახებ, თუკი ის S-400-თან ერთად იქნება გამოყენებული.

გუშინ სოჭში შეხვედრისას თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და ვლადიმირ პუტინმა განაცხადეს, რომ რუსეთი და თურქეთი გააგრძელებენ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას.

XS
SM
MD
LG