Accessibility links

აფხაზეთში წინასწარი მოკვლევა დაიწყო ქორწილის ვიდეოს კრიტიკისთვის ნაცემი ბლოგერის საქმეზე


სოხუმის შინაგან საქმეთა დე ფაქტო სამმართველო წინასწარ მოკვლევას ატარებს ბლოგერ ბესლან ხვარწკაიას ცემის ფაქტზე.

როგორც დე ფაქტო სამინისტროს პრესსამსახურში «Апсадгьыл-инфо»-ს უთხრეს, 21 ოქტომბერს სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ კლინიკაში მოთავსებულია მამაკაცი მრავლობითი დაზიანებით.

წინასწარი დიაგნოზით, ბესლან ხვარწკაიას აღენიშნება ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა, ცხვირის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები მუცლის მიდამოებში, გაბზარული აქვს ნეკნები, სხეულზე ემჩნევა სილურჯეები და ზედა კიდურები აქვს გადატყავებული.

ბესლან ხვარწკაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო. მან ოკუპირებულ აფახაზეთში გამართულ ერთ-ერთ ქორწილს „ვაცის ქორწილი“ (козлосвадьба) უწოდა. ქორწილის სუფრაზე ეწყო შემწვარი ცხოველები დაუნაწევრებლად.

ბესლან ხვარწკაიას ცემის ამსახველ ფოტოებს ფეისბუკის გვერდზე ერთ-ერთი მომხმარებელი აქვეყნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG