Accessibility links

Doing Business-ის რეიტინგში საქართველომ ერთი ადგილით უკან დაიხია


მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ტრადიციული რეიტინგი Doing Business, რომელიც აჩვენებს, რამდენად მარტივია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესის წარმოება.

საქართველო რეიტინგში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს, თუმცა, ერთი ადგილით უკან დაიხია.

რეიტინგში Doing Business 2020 საქართველო 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილს იკავებს. 2019 წლის რეიტინგში საქართველო მეექვსე იყო.

პირველ ათეულში ერთი ადგილით, მესამედან მეოთხეზე დაიხია დანიამაც. რეიტინგის პირველ ადგილზე კვლავ ახალი ზელანდიაა, მეორეზე კი სინგაპური. პირველ ათეულში ასევე არიან: ჰონ კონგი(3), სამხრეთ კორეა(5), აშშ(6), დიდი ბრიტანეთი(8), ნორვეგია(9) და შვედეთი(10).

ბოლო, 190-ე ადგილზე სომალია

მსოფლიო ბანკი ტრადიციულ რეიტინგს 10 მიმართულების შესწავლით ადგენს. მათ შორისაა, ახალი საწარმოს და საკუთრების რეგისტრაცია, საბაჟო პროცედურები, საგადასახადო და კრედიტების აღების სისტემა, ინვესტორების დაცვა და ელექტროენერგიაზე წვდომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG