Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

24-25 ოქტომბერს ბრიუსელი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოვა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და მასში საქართველოს წვლილზე ისაუბრებს.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. მხარეები განიხილავენ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ კოლეგებსაც შეხვდება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ფინეთის, პოლონეთის, გერმანიის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან იმსჯელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG