Accessibility links

უკრაინის მედია ჯგუფი აცხადებს, რომ არ მისცემს თავის შიდა მოხმარების დოკუმენტებს პოროშენკოს საქმის გამომძიებლებს


უკრაინის საგამოძიებო ჟურნალისტიკის გამოცემამ საჯაროდ განაცხადა უარი სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, მიეცა ამ ქვეყნის გამოძიების სახელმწიფო ბიუროსთვის ფართო წვდომის საშუალება გამოცემის შიდა კომუნიკაციებსა და დოკუმენტებზე.

„სხემიმ“, რომელიც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების და უკრაინის პირველი არხის ერთობლივი პროექტია, 23 ოქტომბერს გაავრცელა საპროტესტო განცხადება, რომელშიც წერია, რომ გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მიენიჭა გადაჭარბებული უფლებამოსილება „უმართებულოდ ჩაერიოს საგამოცემო ორგანიზაციის საქმიანობაში“. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქმიანობას ჩვენს გუნდთან „სხემიში“, რომელიც მოქმედებს უმაღლესი ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად და ვიბრძოლებთ მათი, როგორც ჟურნალისტების უფლებისთვის, გაავრცელონ სიმართლე, როგორ უხერხულობასაც უნდა უქმნიდეს ეს მათ, ვისაც ძალაუფლება აქვს ხელში“ - წერს თავის განცხადებაში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი, ჯეიმი ფლაი.

ოქტომბერში, კიევის პეჩორსკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გამოძიების სახელმწიფო უწყებას მიეცა ნებართვა, შეესწავლა გამოცემის რედაქტორების, ოპერატორების და მძღოლების განრიგები და მარშრუტები, ასევე მათი ხელფასები და შიდა კომუნიკაციები.

ნებართვის გაცემა უკავშირდება ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქმის გამოძიებას, იყენებდა თუ არა ის გაყალბებულ დოკუმენტებს და კვეთდა თუ არა უკანონოდ საერთაშორისო საზღვრებს, როცა მან და სხვა, დაუდგენელი რაოდენობის პირებმა შვებულება გაატარეს მალდივის კუნძულებზე 2018 წლის იანვარში, რაც „სხემის“ გამოძიების ობიექტიც იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG