Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ნატოს გემები შემოდიან


ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შეანერთის გემი ბათუმის პორტში. 2018 წლის 2 ნოემბერი
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შეანერთის გემი ბათუმის პორტში. 2018 წლის 2 ნოემბერი

დღეს, 25 ოქტომბერს ბათუმის ნავსადგურში შევლენ ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის გემები - იტალიის საფლაგმანო ხომალდი VESUVIO და თურქეთის ხომალდი AMASRA.

ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს. ნატოს გემების მიღების ოფიციალური ცერემონია 12 საათზეა დაგეგმილი.

ნატოს ხომალდების შემოსვლამდე ბათუმის პორტს დატოვებს ამერიკული სამხედრო გემი Porter-ი, რომელიც საქართველოში 22 ოქტომბრიდან იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, თემურ კეკელიძის ინფორმაციით, ნატოს მუდმივმოქმედი შენაერთის და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდები და აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფები ერთობლივ წვრთნებს გამართავენ.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის გემები ბათუმის პორტს 2017 და 2018 წლების შემოდგომაზეც სტუმრობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG