Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის თემის 4 საარჩევნო უბანზე დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება. ოთხივე უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. პირველი ამომრჩეველი N26-ე საარჩევნო უბანზე 08:05-ზე მიიღეს. მას უბნის კომისიის თავმჯდომარემ, როგორც პირველ ამომრჩეველს, „მაღვიძარა საათი“ აჩუქა.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა ამ ეტაპზე დაბალია.

სხვა არჩევნების მსგავსად, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობენ პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, რომლებიც უბანზე შესულ და გამოსულ ამომრჩეველს სპეციალურ სიებში აღრიცხავენ.

არჩევნების მიმდინარეობის პროცესს აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.

აფენის თემში 4000-ზე მეტ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 3 კანდიდატს შორის უწევს. „ქართული ოცნების“ კანდიდატია ომარ შველიძე, „ევროპული საქართველოდან“ კენჭს იყრის მალხაზ მელაშვილი, ხოლო დავით ბეგლარაშვილი პარტიამ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ წარადგინა.

აფენში არჩევნების გამართვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია კობახიძემ საკრებულოს წევრის მანდატზე უარი თქვა. ის ემიგრაციაში წავიდა.

ლაგოდეხის გარდა, საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება ადიგენისა და მარტვილის თითო-თითო თემში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG