Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ სპეცოპერაციის დროს სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური ალ-ბაღდადი მოკლეს


"ისლამური სახელმწიფოს" მეთაური აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი 2014 და 2019 წლებში
"ისლამური სახელმწიფოს" მეთაური აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი 2014 და 2019 წლებში

აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი, ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური, მოკლეს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ არეალში, აშშ-ის სპეცოპერაციის დროს, დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტირამპმა თეთრ სახლში გამოსვლისის. მისი თქმით, გასული ღამე შესანიშნავი იყო მსოფლიოსთვის. ტრამპის თქმით, ახლა მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილი გახდა. მან მადლობა გადაუხადა ოპერაციის მონაწილეებს და მათ, ვინც მხარდაჭერა გაუწია აშშ-ის ძალებს. ტრამპის თქმით, აშშ-ის ძალებმა დანაკარგის გარეშე იმოქმედეს. მან განაცხადა, რომ აშშ-ს სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდეს ქურთთა ძალებმა.

არაერთმა სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-მა 27 ოქტომბრის დილით სამხედრო ოპერაცია ჩაატარა ტერორისტული გაერთიანების, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის, აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის სავარაუდო საცხოვრებელ არეალში. აშშ-ის და ერაყის სპეცსამსახურების წყაროზე, ასევე სირიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მედიასაშუალებები, მათ შორის, „სი-ენ-ენი“, „ნიუზუიკი“ და „როიტერსი“, ავრცელებენ ცნობას, რომ აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა ოპერაცია ჩატარა სირიის ჩრდილოეთში, იდლიბის პროვინციაში. ამ რეგიონს აკონტროლებს სხვადასხვა ისლამისტური დაჯგუფება, ასევე სირიის ოპოზიციის რაზმები, მაგრამ იქ მოქმედებენ „ისლამური სახელმწიფოს“ მცირე შენაერთებიც.

გავრცელებული ცნობით, აშშ-ის სპეცრაზმმა იერიში მიიტანა სახლზე სოფელ ბაბიშაში თურქეთის საზღვართან. სირიის სამეთვალყურეო ჯგუფის თანახმად, ოპერაციისას მოკლეს ცხრა პირი და, მათ შორის, „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის მეთაური.

ალ-ბაღდადის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ადრე არაერთხელ გავრცელებულა. (მან თავის თავს „ისლამური სახელმწიფოს“ „ხალიფა“ უწოდა, 2014 წელს მისი ჯგუფის მიერ ერაყის ქალაქ მოსულის აღების შემდეგ.) თუმცა, ეს ცნობები შემდეგ არ დადასტურდა. ალ-ბაღდადის ადგილსამყოფელი, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სირიის და ერაყის დიდი ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ, უცნობი იყო.

XS
SM
MD
LG