Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პროსერვისი“: მწყობრიდან გამოვიდა ჩვენს სერვერებზე განთავსებული დაახლოებით 15 000 ვებგვერდი


კომპანია „პროსერვისის“ განცხადებით, ამ წუთებშიც მიმდინარეობს ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის მოგერიება. 28 ოქტომბერს თავდასხმის ერთ-ერთი ადრესატი გახდა, სწორედ, „პროსერვისი“, რომლის მფლობელობაში არსებულ სასერვეროზე განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედიების ვებგვერდები.

კომპანიის ცნობით, თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა მათ სერვერებზე განთავსებული დაახლოებით 15 000 ვებგვერდი.

„პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია პროსერვისი, შინაგან საქმეთა სამინსტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში მუშაობს პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე. 28 ოქტომბრის, 20:00 საათის მდგომარეობით აღდგენილია კომპანიის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებ გვერდების 50%-ზე მეტი. კომპანიაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პრობლემის აღმოსაფხვრელად. პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და ვებგვერდების აღდგენა ხვალ დღის ბოლომდე იგეგმება“, - აცხადებს კომპანია პროსერვისის ადმინისტრაცია.

28 ოქტომბრის დილას, კიბერთავდასხმის შედეგად, გაითიშა სამთავრობო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციების ვებგვერდები. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის, სასამართლოების, საკრებულოებისა და მედიების ვებგვერდები.

კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG