Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებით დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დაზარალებულებმა ღამე სასტუმროში გაათენეს


თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე კორპუსი, სადაც 28 ოქტომბერს აფეთქება მოხდა
თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე კორპუსი, სადაც 28 ოქტომბერს აფეთქება მოხდა

კვლავ მძიმეა თბილისის დიდუბის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა. 77 წლის მამაკაცს დამწვარი აქვს სხეულის 35%. დაზიანებულია სასუნთქი გზებიც. პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

უბედური შემთხვევა 28 ოქტომბერს, ღამით მოხდა თევდორე მღვდლის ქუჩაზე. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი გაზი აფეთქდა. დაზიანდა ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართული. შედარებით ნაკლებად მეოთხე.

დიდუბის რაიონის გამგეობამ ხუთი დაზარალებული ოჯახი დროებით სასტუმროში გადაიყვანა. კორპუსში მცხოვრები იმ ოჯახებისთვის, რომელთა ბინები არ დაზიანებულა, ეზოს მხრიდან ალტერნატიული შესასვლელი გაკეთდა.

აფეთქებით დაზიანებულ კორპუსს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური აღადგენს, თუმცა, რა ვადაში ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG