Accessibility links

შალვა თადუმაძე: მეუფე იაკობის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ


შალვა თადუმაძე

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მეუფე იაკობის განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. ჟურნალისტებთან კომენტარში მან განაცხადა, რომ აღნიშნულ განცხადებაში მოყვანილი ინფორმაციები დროში აცდენილია:

„დროში აცდენილია, რადგან მაღალი თანამდებობის პირებზეა, რომლებიც იმ დროს არ იყვნენ იმ თანამდებობებზე და მეორეც, დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადება არ ყოფილა.

აღნიშნულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ, გამომდინარე იქიდან, რომ მასში მოყვანილი ინფორმაციები დროში აცდენილია იმ მოვლენებთან, რომელზეც საუბარია.

თუ არსებობს რამე კონკრეტული ფაქტები, ყველას, მათ შორის სასულიერო პირს უფლება აქვს მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩამოაყალიბოს თავისი ერთიანი პოზიცია და სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.

ბოდბელი ეპისკოპოსის სიტყვებს გიორგი გახარიამ სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავს შეხვედრას არ დასწრებია.

განცხადების შემდეგ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა.

მეუფე იაკობის განცხადებაზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG