Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭყონდიდის მღვდელმთავრად პეტრეს გრიგოლი შეცვლის


ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის ინფორმაციით, მეუფე პეტრეს ნაცვლად, ჭყონდიდის ეპარქიაში სხვა მღვდელმთავარი, წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა.

„მეუფე პეტრე მთლიანად არ მოკვეთილა. საბოლოო დასკვნა, ალბათ, სინოდის სხდომის ოქმში იქნება. გათავისუფლებულია მღვდელმთავრის უშუალო მოვალეობისგან და ჭყონდიდის ეპარქიაში დაინიშნა სხვა მღვდელმთავარი - მეუფე გრიგოლი,“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

როგორც პეტრე ცაავამ ტელეკომპანია „მთავართან“ საუბარში განაცხადა, ამ დანიშვნას სამი წლის პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ამზადებდა.

31 ოქტომბრის სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთვრობიდან გადააყენა. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლი უწოდა და მიზეზად დაასახელა მის მიერ ეკლესიაში "მამათმავლობის მხილება".

XS
SM
MD
LG