Accessibility links

„ისლამურმა სახელმწიფომ“ პირველად დაადასტურა თავისი ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი


აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ პირველად დაადასტურა ორგანიზაციის ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი. მისი დაღუპვის შესახებ იტყობინება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ახლოს მდგომი საინფორმაციო სააგენტო „ამაყი“.

ალ-ბაღდადი 26 ოქტომბერს იქნა მოკლული აშშ-ის სამხედროების მიერ სირიაში, თურქეთის საზღვრის მახლობლად განხორციელებული ოპერაციის შედეგად. მასში მონაწილეობდნენ სახმელეთო და საჰაერო ძალები. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა. ტერორისტების ლიდერის ადგილსამყოფლის შესახებ ცნობილი გახდა ინფორმატორის მეშვეობით მისი უახლოესი გარემოცვიდან.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს გამოაქვეყნა პირველი ფოტო და ვიდეომასალა სირიაში აშშ-ის სპეცოპერაციის შესახებ.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი 1971 წელს დაიბადა ერაყის ქალაქ სამარაში. ის ღვთისმეტყველებას სწავლობდა, 2004 წელს აშშ-ის სამხედროებმა დააპატიმრეს მათ წინააღმდეგ შეთქმულებაში ეჭვის საფუძველზე. გათავისუფლების შემდეგ ის შეუერთდა ჯიჰადისტურ იატაკქვეშეთს და მალე გახდა მისი ლიდერი. 2014 წელს ალ-ბაღდადიმ თავი გამოაცხადა ხალიფად - ყველა მუსლიმის ლიდერად. მისი ხელმძღვანელობით „ისლამურმა სახელმწიფომ“ კვლავ ჩაიგდო ხელში ერაყისა და სირიის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი და სასტიკი ბოროტმოქმედებებითა და ტერაქტებით გაითქვა სახელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG