Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ ელ.ფოსტაზე მუქარის წერილის გაგზავნის ფაქტების შესწავლა დაიწყო


შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიბერშეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა ელექტრონულ ფოსტაზე მუქარის წერილის გაგზავნის ფაქტების შესწავლა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„წერილის გამომგზავნის მიერ აღნიშნულია, რომ თუ ადრესატები კრიპტოვალუტით გარკვეულ თანხას არ გადარიცხავენ, კიბერშეტევა გაგრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მათ შორის დღეს გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების ფაქტებთან დაკავშირებით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება“, - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრო.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით.

31 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და მედიებმა, მათ შორის „ტვ პირველმა“, „მთავარმა არხმა“, „რუსთავი 2“-მა, „აჭარა ტვ“-მ და სხვებმა ელექტრონული ფოსტით მუქარის შემცველი წერილი მიიღეს. აღნიშნულ წერილში Black Mirror-ად წოდებული უცნობი პირი 3 დღის ვადაში ანგარიშზე 500 ბიტკოინის გადარიცხვას ითხოვს.

წერილში უცნობი პირი 28 ოქტომბრის კიბერთავდასხმას თავის თავზე იღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG