Accessibility links

ამიერიდან ამ სიმღერის ამინდი იქნება


ეს სიმღერა იდეალური მოსასმენი ალბათ მაშინაა, როდესაც გარეთ ცივა და სახლში ხარ ჩაფუთნული.

როდესაც ჩაბნელებულ ოთახში წამოწოლილხარ და ჩაის სვამ.

როდესაც ცოტა ნაკლებად ჩაბნელებულ ოთახში ღვინოს წრუპავ.

მშვიდად როდესაც ხარ, კიდევ უფრო გამშვიდებს. თუმცა, თუ აღელვებული ხარ, არც მაშინაა ცუდი მოსასმენი. ნელი, რიტმული სუნთქვის ხმა, რომელიც ამ კომპოზიციას თან დაჰყვება, მომაჯადოებლად მოქმედებს და გაწყნარებს.

თუ სიმღერაში ჩართული ხარ და აქტიურად უსმენ, მაშინ აიზეკ ჰეისის ლუპზე დაშენებული სხვადასხვა საუნდებით და ჰიპნოზური რიტმით დატკბები. თუისე, ფონად გაქვს ჩართული, მაშინ განსაკუთრებულ ყურადღებას არ მოგთხოვს და გაცლის, შენი საქმეებით დაკავდე.

24 წლის წინ გამოსული ტრეკია, არადა ისე ისმინება, თითქოს გუშინ დაწერესო.

მოკლედ, ვისაც Massive Attack-ის Heat Miser ჯერ არ მოგისმენიათ - გილოცავთ! და დატკბით!

დაწერეთ კომენტარი

შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
please wait

No media source currently available

0:00 0:22:58 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG