Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2018 წლის ანგარიში მსოფლიოში ტერორიზმის შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი ანტიტერორიზმის სფეროში, ნათან სეილსი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი ანტიტერორიზმის სფეროში, ნათან სეილსი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში 2018 წელს მსოფლიოში ტერორიზმის გშესახებ. საგარეო უწყების ვრცელი ანგარიშის ავტორები საქართველოს თაობაზე წერენ, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის კოალიციის ხანგძლივი წევრი სახელმწიფო აქტიური მოკავშირეა აშშ-ისა ტერორიზმთან ბრძოლაში.

ანგარიშში მოყვანილია საქართველოს უშიშროების სამინისტროს ინფორმაცია, რომლის თანახმად, რომ 2018 წელს საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან „ისლამური სახელმწიფოს", მხარდაჭერა შემცირდა. სამინისტრომ დააკავა და გაასამართლა რვა პირი, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრს ახმეტ ჩატაევს ემხრობოდნენ. სამინისტრო ვარაუდობს, რომ სირიასა და ერაყში ჯერ კიდევ არის საქართველოს 14 მოქალაქე, რომლებიც ტერორისტულ ჯგუფებში არიან გაერთიანებული..

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ავტორები ინფორმირებულ არიან, რომ საქართველომ იმასთან ერთად, ტერორიზმთან ბრძოლის კანონმდებლობა გაამკაცრა შეტანილი ცვლილებებით, ჩამოაყალიბა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.

2018 წელს საქართველოში ტერორისტული აქტი არ აღრიცხულა, წერია აშშ-ის საგარეო უწყების დოკუმენტში.

საქართველო 2018 წელს ძალადობრივი ექსტრემიზმთან წინააღმდეგ ქმედების საქმეში აგრძელებდა მცდელობებს საზოგადოების მგრძნობიარე სეგმენტებში. ამ მხრივ ამოქმედდა მცირე გრანტიანი პროგრამები, რომელთაგან შვიდი, 2018 წელს პანკისის ხეობაში განხორციელდა.

საზღვრის დაცვის საქმეში საქართვლოს მთავრობის ძალისხმევა 2018 წელს მიმართული იყო სასაზღვრო, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გაზრდისკენ. ანგარიშში წერია, რომ გაეროს 2396 რეზოლუციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, მგზავრთა შესახებ წინასწარი ინფორმაციის და მგზავრთა ვინაობის ჩაწერისს ისტემების გაუმჯობესების შესახებ, ხოლო მარტის თვიდან საქართველო ჩაერთო ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში.

2018 წელს საქართველომ გააუმჯობესა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა სომხეთთან და თურქეთთან. ტერორიზმის შეხებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ სომხეთთან საზღვარზე დააყენა სამეთვალყურეო სისტემა. შარშანდელი წლის ოქტომბერში კი აშშ-მა საქართველოს სასაზღვრო დაცვას გადასცა „აილენდის“ ტიპის ორი საპატრულო კატარღა.

ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საერთაშორისო, რეგიონულ პარტნიორებთან, ნატოსთან, ევროპის საბჭოსთან, შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და სუამთან.

საქართველოს წევრია ევროპის საბჭოს ფულის რეცხვასთან ბრძოლის ზომების შეფასების ექსპერტთა კომიტეტისა. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სამსახურმა 2018 წელს ფულის რეცხვისა და ტერორიზმის დაფინანსების ბრძოლის ახალი კანონი შეიმუშავა, იტყობინება ანგარიში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში მსოფლიოში ტერორიზმის შესახებ ნათქვამია, რომ საქართველომ ამ პერიოდში ხელი მოაწერა ინტერპოლთან მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ. ევროკავშირთან, ასევე 23 სხვა სახელმწიფოსთან უკვე გაფორმებულ შეთანხმებასთან ერთად, საქართველომ საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი დაცვის შესახებ გააფორმა შეთანხმებები ალბანეთთან, იტალიასა და მოლდავეთთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG