Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები, არამედ ქართული სუფრაა


„ქართული ოცნება“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს სიტყვას, რომელიც მან 1 ნოემბერს, პუბლიცისტისა და ღირსების ორდენის კავალერის, თამაზ ტყემალაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე თქვა. ამ სიტყვაში ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ თამაზ ტყემალაძის ნიჭიერების ყველაზე დიდი ამოფრქვევა იყო ქართული სუფრა, მისი მთავარი ღირსება კი - ამ სუფრაზე თამადობა.

„მიმაჩნია, რომ ქართველებმა, რომლებმაც ღვინო აღმოაჩინეს, ამავდროულად შექმნეს ამ ცივილიზაციის ყველაზე დიდი ფენომენი ქართული სუფრის სახით, რომლის მშვენიერება, ქართული თამადა, ქართული სიმღერა და ცეკვაა. გადაჭარბებულად არ ვამბობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრაა. ქართულ სუფრაზე რომ გამოჩენილი თამადა იყო, ამას სჭირდება ის, რაც ჰქონდა ბატონ თამაზს, მისი პოეზია, პედაგოგიური თუ სხვა დამსახურებები და კიდევ სხვა რაღაც, ბატონ თამაზს ეს ყველაფერი გააჩნია. ქართული სუფრა ყოფითი ცხოვრების არსი და განსახიერებაა, ბატონი თამაზის ხელოვნება სუფრის თამადობაში გამოიხატებოდა. მე იშვიათად ვიყენებ ილიას სიტყვებს, რომელიც ძალიან მიყვარს. საკმარისი არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოს. ეს სიტყვები ეკუთვნის ბატონ თამაზს“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა საიუბილეო საღამოზე, რომელზეც მეუღლესთან ერთად მივიდა.

XS
SM
MD
LG